შაბათი, 2024-05-18, 1:18 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები

[12]

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 63

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ფაილების კატალოგი
მთავარი » ფაილები »

უზნარიანის ციხე
2014-07-23, 6:06 PM

      

 წაღვერთან, გუჯარულას ვიწრო, კლდოვან გასასვლელში მდინარის მარცხენა მაღალ ქარაფზე აღმართულია უზნარიანის ციხე.

ციხე კლდესთან არის შეზრდილი და გზიდან ერთ მთლიან მასივად წარმოგვიდგება. ის სამი მხრიდან თითქმის მიუვალია. მის მთავარ ნაწილს წარმოადგენს მძლავრი ზურგიანი კოშკი და მასზე მიჯრით მიშენებული გალავანი. შედარებით ადვილად მისადგომი მხარეები გალავნის მეორე რიგითაა გამაგრებული.
ზურგიანი კოშკი მიწიდან რვა მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. როგორც ამ ტიპის კოშკებისათვის არის დამახასიათებელი, მომრგვალებული მხარე მთის ფერდობისაკენ არის მიმართული, ხოლო სწორი მხარე – მდინარისაკენ. თუმცა, ეს მხარე არ ჩანს, რადგან მიწის დონე ამაღლებულია.

კოშკზე მიშენებული გალავნის წყობაში უფრო მცირე ზომის ქვებია გამოყენებული. ციხეს ადრეფეოდალური ხანის სიმაგრეებისათვის დამახასიათებელი ნიშნები გააჩნია. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია ნაგებობათა კვალი. იგი სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზეა აგებული და ბუნებრივადაც საკმაოდ დაცულია. ციხის სახელწოდება მცენარის სახელთანაა დაკავშირებული.

კატეგორია: | დაამატა: nedveda
ნანახია: 928 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2024 | Website builder - uCoz