შაბათი, 2024-05-18, 3:02 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები

[12]

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 63

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ფაილების კატალოგი
მთავარი » ფაილები »

ნეძვი
2014-07-23, 6:18 PM

      

  ნეძვი IX საუკუნის 50-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. აგებულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებისა და ქრისტეფორეს მიერ. მდებარეობს ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის ერთ-ერთი შენაკადის მდინარე ნეძვისხევის ხეობაში.

ძეგლის გაწმენდის შემდეგ (1948, 1962) გამოვლინდა ეკლესიის თავდაპირველი გეგმა და ცხადი გახდა, რომ საქართველოს დღემდე ცნობილ სამეკლესიან ბაზილიკათა შორის ნეძვი ყველაზე დიდი ყოფილა. აფსიდიანი შუა ეკლესიის გრძივი კედლები დანაწევრებული იყო საფეხურიანი სვეტებითა და თაღებით.

აღმოსავლეთით აფსიდის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიში აქვს, ხოლო დასავლეთით ნახევრად წრიული ექსედრები. ეკლესიას სამმხრივი გარსშემოსავლელი ჰქონდა. გვერდით სწორკუთხოვანი ეკლესიები ერთმანეთთან დასავლეთი გასასვლელით იყო დაკავშირებული.

კატეგორია: | დაამატა: nedveda
ნანახია: 845 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2024 | Website builder - uCoz