შაბათი, 2024-05-18, 12:51 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები

[12]

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 63

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ფაილების კატალოგი
მთავარი » ფაილები »

ღვთიშობლის მიძინების ტაძარი
2014-07-23, 6:10 PM

      

  

ბორჯომის რაიონში მდინარე გუჯარეთისწყლის მარჯვენა მხარეს, გვირგვინის ქედის სამხრეთ კალთაზე გაშენებულია სოფელი ტიმოთესუბანი(კიმოთესუბანი). იგი მდებარეობს თორის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, ბორჯომიდან 17 და წაღვერიდან 3 კილომეტრში. აქ შემონახულია XI-XVII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი , დიდი სამონასტრო კომპლექსი , რომლის მთავარი ნეგაბობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII-XIII სს. მიჯნა). ძეგლი ნაგებია მოვარდისფრო "ქართული აგურით". მოგვიანებით დასავლეთის მხრიდან აგურის კარიბჭე მიაშენეს, სამხრეთიდან კი გათლილი ქვისა. შიგნით ეკლესია მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შესრულებულია არა უგვიანეს XIII საუკუნის 20-იან წლებში. მოხატულობაში ცხადად განირჩევა სხვადასხვა ოსტატის ხელწერა. ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულია XII-XIII საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწე შალვა თორელ-ახალციხელი, რომელსაც მიეწერება ტიმოთესუბნის მონასტრის გაფართოება, დიდი ტაძრის აგება და მოხატვა. მოხატულობა გაწმინდეს და შეისწავლეს 1972-1976 წლებში. ტაძრის ჩრდილოეთით სამონასტრო ნაგებობათა (X-XI საუკუნეები) ნაშთია. შემონახულია აგრეთვე თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (XI ს.). ცენტრალური ტაძარი ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.ტაძრის მოხატულობა თარიღდება 1205 - 1215 წლებით (თამარ მეფის ეპოქა) და თავის მხრივ უნიკალურია. შეიძლება ითქვას, რომ ტიმოთესუბნის ტაძარში ერთერთი ყველაზე რთული მხატვრობაა თავისი პერიოდისათვის. ფრესკების დიდი ნაწილი შენარჩუნებულია. ეკლესიაში წირვა-ლოცვა დღემდე აღევლინება.

არსებობს ვერსია, რომ ამ ტერიტორიაზე დაკრძალულია შალვა ახალციხელი, ვინაიდან ეკლესია აგებული იქნა თორის მფლობელ შალვა ერისთავთ - ერისთავ ახალციხელის მიერ. ამჟამად აქ ფუნქციონირებს მონასტერი. ზემო, ჩრდილოეთის ტერასაზე მდებარეობს პატარა, წმინდა ბარბარეს სახელობის ერთნავიანი ბაზილიკა და საძვალე.

 

      

კატეგორია: | დაამატა: nedveda
ნანახია: 1342 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2024 | Website builder - uCoz