შაბათი, 2024-05-18, 3:50 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები

[12]

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 63

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ფაილების კატალოგი
მთავარი » ფაილები »

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
2014-07-23, 6:20 PM

       

   

    ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ერთ–ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის. იგი 1926 წელს გაიხსნა. შენობა, რომელშიც მუზეუმია განლაგებული რომანოვების ყოფილი კანცელარია იყო. იგი აშენებულია 1890 წელს გერმანელი ინჟინრის ვ. შვეიერის მიერ და უნიკალურია თავისი არქიტექტურით.

 

დღეისათვის მუზეუმის ფონდში დაცულია 36000 სხვადასხვა სახის ექსპონატი, გახსნილია რამდენიმე სტაციონარული ექსპოზიცია: მხარის ბუნების, არქეოლოგიური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და გამოყენებითი ხელოვნების. ექსპოზიციებში წარმოდგენილია ბორჯომის ხეობისათვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის ნიმუშები, სხვადასხვა დროს მოპოვებული ძვირფასი ექსპონატები, როგორიცაა: პირველყოფილი ადამიანის ქვის იარაღები, ბრინჯაოს ხანის ადამიანთა კულტურის ძეგლები, საბრძოლო და სამეურნეო დანიშნულების იარაღები, მორთულობის საგნები და მრავალი სხვა.

 

ექსპოზიციებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს XVIII-XIX ს.ს. თიხის, მინის, ბრინჯაოსა და ფაიფურის, აგრეთვე ხეზე კვეთის ექსპონატებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა თავის დროზე ეკუთვნოდა რუსეთის სამეფო საგვარეულოს – რომანოვების დინასტიის წარმომადგენლებს, რომლებსაც დასასვენებელი სასახლეები ჰქონდათ ბორჯომში

 

    

კატეგორია: | დაამატა: nedveda
ნანახია: 982 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2024 | Website builder - uCoz